TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს პატიმრობა შეეფარდა . გამოცემა Важные истории-ის ინფორმაციით, ის სეპარატისტულ ბატალიონ „სპარტას“ ყოფილი მებრძოლია და ის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაურ არსენ პავლოვთან, მეტსახელად “მოტოროლასთან” ერთად იბრძოდა

გამოცემა ასევე წერს, რომ დონბასის ომის პირველი ფაზის დროს გოგიაშვილი დაქორწინებული იყო ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრზე“. ომის შემდეგ, გაჟონილი მონაცემების მიხედვით, იგი 2019 წლიდან 2021 წლამდე მუშაობდა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია “Россия сегодня” -შიც. 2021 წელს კი გამარტივებული წესით მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. მას შემდეგ მისი ლეგალური საქმიანობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. იგი ძირითადად მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რეგულარულად კვეთდა საზღვარს უკრაინის ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. თეიმურაზ გოგიაშვილი ფიტნეს-ტრენერია და ასევე ავტომანქანების ნაწილების გაყიდვებისა და ტექმომსახურების სფეროში ინდმეწარმედ არის რეგისტრირებული.

53 წლის ელენა წერეთელი და 19 წლის დარია წერეთელი 3 ოქტომბერს მოკლეს. ქალის ცხედარი მისივე სახლის აივანზე იპოვეს, გოგონასი კი – ავტოფარეხში. „მან ორივე მკვლელობა აღიარა. თქვა, რომ ჯერ გოგონა ავტოფარეხში მოკლა, შემდეგ კი მისი დედა… აღმოაჩინეს იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავი” – წერს რუსული მედია სამართალდამცავ წყაროზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, გოგიაშვილი ელენა წერეთლის პარტნიორი იყო, მკვლელობის მოტივი კი მათ შორის ფინანსური უთანხმოება გახდა. გოგიაშვილი ქალაქ ვორონეჟში, 40 წლის ქალთან ერთად დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ქალი დანაშაულის თანამონაწილე.

გაზიარება
წინა პოსტი

თბილისი მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

შემდეგი პოსტი

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'