პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის ტანკებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას აპირებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას უკრაინაში საჰაერო ოპერაციების მკვეთრი ზრდისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე.
„რამდენიმე კვირის წინ მივიღე გადაწყვეტილება ლუბლინის რეგიონში Patriot-ის სისტემების განლაგების შესახებ. ვაპირებ მოვინახულო სამხედრო პერსონალი, რომელიც რეგიონის დაცვას უზრუნველყოფს” – თქვა მან.
მინისტრის თქმითვე, მიღებულია გადაწყვეტილება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაფართოების შესახებ.
კერძოდ, შეიქმნება ახალი მექანიზებული ბრიგადა, ასევე განლაგდება უპილოტო სისტემების ბრიგადა, ბატალიონი და დამატებითი საჰაერო თავდაცვის დანაყოფი Patriot სისტემით.

Discussion about this post