„არ გავწირავთ შვილებს მოწამვლისთვის! ჯანსაღი გარემო ჩვენი ბავშვების უფლებაა – შეწყდეს დაპირებები, დაიხუროს ლილოს ნაგავსაყრელი!“ -მაუწყებლის ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში მცხოვრებლები პროტესტის ნიშნად ბავშვებს სკოლაში 1 კვირით არ გაუშვებენ. ნასაგურისა და დიდი ლილოს დასახლებების მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელიდან მომდინარე მომწამვლელი სუნი აბინძურებს ჰაერს, წყალს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას
მოსახლეობა ითხოვს:
• დაუყოვნებლივ: სუნისა და ტოქსიკური ნივთიერებების შეჩერება, გაზშემკრები და წყლის გამწმენდი სისტემების სასწრაფო ამოქმედება
• შუალედურად: არსებული ნაგავსაყრელის სრული დაკონსერვება
• საბოლოოდ: თბილისის ნარჩენების პოლიგონის საბოლოო დახურვის მკაფიო გრაფიკის დადგენა
📷 მაუწყებელი

Discussion about this post