გერმანული კომპანია უკრაინას ათობით ათას რეაქტიულ დრონ-გადამჭრელს მიაწვდის .ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ გერმანული თავდაცვითი კომპანია Quantum Systems-ი უკრაინისთვის ათობით ათასი SPYS-ის ტიპის დრონ-გადამჭრელს გადაცემას გეგმავს, რომლებიც, კერძოდ, რუსულ ახალ რეაქტიულ დრონებთან – „Geran-4“-სა და „Geran-5“-თან საბრძოლველად არის შექმნილი.
ამასთან დაკავშირებით ოთხშაბათს, ბერლინში გამართულ ბრიფინგზე Quantum Systems-ის ვიცე-პრეზიდენტმა მათიას ლენამ განაცხადა. მისი თქმით, SPYS არის Quantum Systems-ისა და მისი უკრაინელი პარტნიორის WIY-ის ერთობლივი შემუშავება, რომლებიც ერთობლივი საწარმოს – Quantum WIY Industries-ის ფარგლებში თანამშრომლობენ.

Discussion about this post