TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ჯერ გაურკვეველია, რაც ირკუტსკის ინსტიტუტთან დაკავშირებით ხდება-ამირან გამყრელიძე

ჯერ გაურკვეველია, რაც ირკუტსკის ინსტიტუტთან დაკავშირებით ხდება-ამირან გამყრელიძე

“ჯერ გაურკვეველია, რაც ირკუტსკის ინსტიტუტთან დაკავშირებით ხდება. მოგეხსენებათ, რუსეთში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტი ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტია, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებულ კვლევებში. ირკუტსკის ოლქი ბევრი ინფექციის, მათ შორის შავი ჭირისთვის, გახლავთ ენდემური რეგიონი, სადაც მიმდინარეობს დაკვირვება გადამტანებზე. მხედველობაში მაქვს მღრღნელები, რომელთაც შავი ჭირი გადააქვთ. ამ ინსტიტუტში მიმდინარეობს მუშაობა შავი ჭირის მონიტორინგზე. მიზანმიმართული მუშაობა თუ არის შავი ჭირის ე.წ. რეზისტენტულ შტამებზე, ამას ვერავინ გეტყვით და არც იტყვიან.

ოფიციალური ვერსია იცით, რაც გამოქვეყნდა რუსეთის მიერ, რომ ეს ქალბატონი, რომელიც მუშაობდა ამ ინსტიტუტში, დაიღუპა დაუდგენელი გენეზის, არადიფერენცირებული გენეზის ფილტვების ანთებით. სხვადასხვა წყაროში წერია, რომ თითქოს ეჭვი მიიტანეს კორონავირუსზე და შესაბამისად, თითქოს მძიმე კოვიდით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში. ძალიან ბევრი წყარო ამბობს, რომ აქ იყო სწორედ ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირი, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა.

შავი ჭირის დიდი უმრავლესობა გახლავთ ბუბონური… ბუბონური შავი ჭირი საკმაოდ კარგად ემორჩილება ანტიბიოტიკებით მკურნალობას და ადამიანები იკურნებიან. ბუბონური შავი ჭირის დროს სიკვდილიანობა 10%-ს არ სცილდება, ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირის დროს კი ეს ადის ძალიან მაღლა და შეიძლება 100%-მდეც ავიდეს. როგორც იცით, დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ თითქოს მეორე შემთხვევაც არის გარდაცვალების, მაგრამ არავინ ადასტურებს, მით უმეტეს თვითონ რუსეთი არ ადასტურებს ამას.

აღნიშნულ ფაქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება, ასევე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სხვადასხვა უსაფრთხოების სამსახური. ეს არის ბაქტერიული დაავადება და, რადგან ბაქტერიული დაავადებაა, ანტიბიოტიკოთერაპიას, განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფს, ამინოგლიკოზიდების ჯგუფს, კარგად ემორჩილება, თუ ადრეულ ეტაპზე დაისვა დიაგნოზი და ადრეულ ეტაპზე დაიწყო მკურნალობა. შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს ადამიანებშიც. შედარებით ბევრი შემთხვევაა აფრიკაში მადაგასკარსა და აფრიკის რიგ ქვეყნებში.

ირკუტსკი მოშორებით არის ჩვენგან და არ ვიცი, პირდაპირი ფრენა არსებობს თუ არა. თუ პირდაპირი ფრენა არის ირკუტსკიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები, რაც უკვე მიიღო ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა. რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე, ვფიქრობ, უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი. ეს ყველაფერი პროტოკოლი და ასე შემდეგ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს.

2014 წელს ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში. ეს ქვეყნები ჩვენგან შორს იყო, მაგრამ შესაბამისი მზადყოფნის ზომები გავატარეთ, მაგალითად მარაგების შექმნა პირადი დაცვის საშუალებების, წამალ-მედიკამენტების და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ამას სახელმწიფო გააკეთებს. ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა ის, რაც ხდება. დიდი ალბათობით, დღეს უკვე იციან შავი ჭირის პრევენცია და მკურნალობა, ანტიბიოტიკების არსებობის გამო. დიდი ალბათობით, დიდ პანდემიასთან საქმე არ უნდა გვქონდეს, მაგრამ საყურადღებოა და შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმთან დაკავშირებული პროტოკოლები უნდა იყოს დამუშავებული, რაც არსებობს [IPN]“ | ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე “ინტერპრენიუსთან” ინტერვიუში.

გაზიარება
წინა პოსტი

გერმანული კომპანია უკრაინას ათობით ათას რეაქტიულ დრონ-გადამჭრელს მიაწვდის

შემდეგი პოსტი

აშშ-მ სავაჭრო ცენტრში მასობრივი სროლის დაგეგმვისთვის 18 წლის კაცი დააკავა

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'