TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

„იმედია, ეპიდემიის სახეს არ მიიღებს…“ – ინფექციონისტი რუსეთში გავრცელებულ „შავ ჭირზე“

სჭირდება თუ არა ღვიძლს „გაწმენდა”  – მაია ბუწაშვილი რჩევები

შავი ჭირი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპიდემიად მიიჩნევენ. დაავადებას ბაქტერია Yersinia pestis იწვევს და ის ძირითადად მღრღნელებსა და მათ რწყილებთან არის დაკავშირებული. შავი ჭირის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმა პნევმონიური, ანუ ფილტვის ფორმაა, რომელიც შესაძლოა ადამიანიდან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცეს.

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ამ საკითხზე ვრცელი ინფორმაცია გაავრცელა.

„რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის შესახებ: რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით გარდაიცვალა შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას დაუზიანდა ბაქტერიის შემცველი სინჯარა, რის შედეგადაც, დაინფიცირდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამასთან დაკავშირებით იზოლაციაშია 200-მდე ადამიანი. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ ბევრ დეტალს ალბათ უახლოეს მომავალში ვერც გავიგებთ, რადგან რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება ხოლმე.

ამასთან დაკავშირებით გამახსენდა სვერდლოვსკის ჯილეხის ისტორია (1979 წლის). მე, რომელიც საბჭოთა კავშირში გავიზარდე, ეს ამბავი გაგონილიც არ მქონდა და პირველად ამერიკაში სწავლის დროს ეპიდემიოლოგიის კურსზე, სადაც როგორც სასწავლო შემთხვევა, ისე გამოიტანეს.

როდესაც შემეტყო, რომ პირველად მესმოდა ეს ისტორია, ყველას გაუკვირდა, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან ვიყავი. მოკლედ რომ აღვწერო ეს ფაქტი: სამხედრო ლაბორატორიიდან, სადაც ბიოლოგიური იარაღი მზადდებოდა, შეცდომით გავრცელდა ინჰალაციური ჯილეხის სპორები, რის შედეგადაც დიდი მსხვერპლი იყო, თუმცა ეს ფაქტი დამალეს და ითქვა, რომ რამდენიმე ადამიანი დაავადდა ინფიცირებული ხორცით.

მხოლოდ 1994 ჟურნალმა Science გამოაქვეყნა ამ ეპიდაფეთქების რეალური ვერსია, რომ ეს იყო ჰაერით გადამდები ჯილეხი, რომელიც ბიოტერორიზმის იარაღია და არა ბუნებრივად გავრცელებული დაავადება.

ასე დამალეს ჩერნობილიც. ევროპის ქვეყნებში რომ არ შეენიშნათ რადიაციული დაბინძურება, რამდენ ხანს დამალავდა ამ ფაქტს საბჭოთა კავშირი, ვინ იცის. ეს ტენდენცია ახლაც „წარმატებით“ გრძელდება რუსეთში.

რაც შეეხება შავ ჭირს, არსებობს მისი ბუნებრივად გავრცელებული ფორმა, რომელიც მღრღნელებს და რწყილებს გადააქვთ, და ბიოტერორიზმის მიზნით შემუშავებული ფორმა, რომელიც გადაეცემა ჰაერით გავრცელებული ბაქტერიის შესუნთქვით.

საბჭოთა კავშირი აქტიურად აწარმოებდა ბიოლოგიურ იარაღს და ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში. ეს მემკვიდრეობა, ცხადია, რუსეთს გადაეცა. ბუნებრივი გზით გავრცელებული შავი ჭირი ძირითადად იწყება კანის დაზიანებით, ე.წ. შავი ჭირის ბუბონით (მტკივნეული, გადიდებული ლიმფური კვანძი) და შემდეგ ხდება ინფექციის გავრცელება სხვადასხვა ორგანოებზე.

რაც შეეხება შავი ჭირის, როგორც ბიოტერორიზმის აგენტის კლინიკურ მიმდინარეობას, რადგან ის შესუნთქვით ვრცელდება, პირდაპირ პნევმონიას იწვევს, კანის ფორმის გარეშე. პნევმონიური შავი ჭირი საკმაოდ ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.

როგორც დასაწყისში ვახსენე, ამჟამად რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბი არ ვიცით. იმედია, ეპიდემიის სახეს არ მიიღებს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, – წერს ინფექციონისტი.

გაზიარება
წინა პოსტი

სამიოდე წუთის წინ ოკუპანტების ვერტმფრენმა დაარღვია ხურვალეთის საჰაერო სივრცე-ლუდა სალია

შემდეგი პოსტი

რამდენად იყიდით უქმეებზე დოლარს და ევროს – ვალუტის კურსი

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'