“სამიოდე წუთის წინ ოკუპანტების ვერტმფრენმა დაარღვია ხურვალეთის საჰაერო სივრცე, თავზე გადაგვიფრინა და დაჯდა ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე!!
სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი ფოტოს გადაღება, რადგან ეზოში ვსაქმიანობდი და ტელეფონი თან არ მქონდა.
ახლა ვუწევ მეთვალყურეობას, იქნებ მალევე მობრუნდეს და თუ ისევ ჩვენს თავზე გადაიფრენს მოვასწრო გადაღება.
ოკუპირებულ მთებს ზედ რომ გადაუფრინოს ეტყობა ეზარება ღრუს ღორ პილოტს და მოკლეზე ურჩევნია გადაჭრას, რომ კომფორტულად დაჯდეს ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე!
სანამ უნდა იპარპაშონ ასე?? იქნებ ერთ “მშვენიერ” დღეს ბომბებიც ჩამოგვირიგონ ციდან!! განმკითხავიც აღარავინ იქნება!😡😡😡😡 -წერს ლუდა სალია სოციალურ ქსელში

Discussion about this post