თურქეთში, ბურსადან იზმირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი სატვირთო მანქანასთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. დაღუპულია 11 და დაშავებულია 27 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, პოლიციელები და მაშველები არიან მობილიზებული.

Discussion about this post