„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ღირებულებითი კრიზისისა და გეოპოლიტიკური რყევების დგას, ჩვენი ვალია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა – რა საფუძველზე უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და თავად ადამიანი. ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება 7 მარადიული ღირებულება: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი. ეს შვიდკომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართლის მე-19 საუკუნის ეროვნულ ტრიადასა და უწმინდეს ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროისა და სივრცის საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული, ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, მათ შორის ქართული გონისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა… დღესაც, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება“ – თქვა ყაველაშვილმა საერთაშორისო სიმპოზიუმის – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გახსნაზე

Discussion about this post