კახეთის გზატკეცილზე ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანები . არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

Discussion about this post