სექტემბერში საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 333 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა – წლიურად ზრდა 75%-ია . ინფორმაციას საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
2026 წლის სექტემბერში საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა. კერძოდ, მხოლოდ ერთ თვეში 1 333 ასეთი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბერში მათი რაოდენობა 760 იყო.
რაც შეეხება 2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებს, საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 7 025 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 2025 წლის პირველ ცხრა თვეში ასეთი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 5 580-ს შეადგენდა.
ზოგადად კი, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით 17 051 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2 170 ერთეულით, ანუ 15%-ით აღემატება. 2025 წლის პირველ ცხრა თვეში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 14 881-ს შეადგენდა.

Discussion about this post