ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. უწყებაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებული, რომელიც 6-კაციან საკანში იხდიდა სასჯელს, საწოლის მე-2 სართულიდან გადმოვარდა. ადგილზე მისულმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. შემთხვევა 9 ოქტომბერს მოხდა. მომხდარს ქუთაისის პროკურატურა იძიებს.

Discussion about this post