“ქართულმა “ოპო არხებმა” არ ჩათვალეს საჭიროდ. “სასამართლოზე” ჩემი გამოსვლის ვიდეოს ჩვენება უმნიშვნელოდ მიიჩნიეს.
ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სხვანაირად და მხოლოდ ჩემს გვერდზე ამ გამოსვლას მილიონზე ბევრად მეტი ნახვა აქვს. 1 მილიონ 300 ათასი, რაც ნებისმიერი ქართული არხის, ყველა ძირითად ვიდეოს ერთად აღებულის ერთთვიან მაჩვენებელს აღემატება.
მე ამას სინანულით ვამბობ, ვინაიდან მწყინს არა ჩემი არ ჩვენება (ხალხი მაინც მნახულობს), არამედ ოპოზიციური არხების რეიტინგების ვარდნა, ჩემი არ ჩვენების გამო და მეცოცხე ინაშვილის და ასევე ყოფილი ბობოლა ქოცების გაფეტიშებით.
თან სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი. სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიაში, ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოაო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლულა და როგორც AI-ში გადავალ, სხვა არხებს შეძლება საერთოდ აღარ შეხედონ 😂 და რა ვიცი იქნებ გეფიქრათ ამაზე!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში

Discussion about this post