TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღავლინა. საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ადგილობრივი საეკლესიო იერარქიის კურთხევით ასეთ დროს დაშვებულია, პატივისცემის ნიშნად უცხოელ ღვთისმსახურებს მშობლიურ ენაზეც მიეცეთ გარკვეული კვერექსის, ან ასამაღლებლის წარმოთქმის საშუალება.

„14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღავლინა.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ცალკეული მოვლენებისა და ფაქტების მცდარი ინტერპრეტაცია არაერთხელ გამხდარა საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო დაპირისპირების მიზეზი. გამონაკლისი არც წლევანდელი სვეტიცხოვლობა ყოფილა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები, რომელთა წარმომადგენლებმაც სხვადასხვა ტაძარსა და მონასტერში საღვთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღავლინა. თანამსახურებდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი.

დამკვიდრებული საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ადგილობრივი საეკლესიო იერარქიის კურთხევით ასეთ დროს დაშვებულია, პატივისცემის ნიშნად უცხოელ ღვთისმსახურებს მშობლიურ ენაზეც მიეცეთ გარკვეული კვერექსის ან ასამაღლებლის წარმოთქმის საშუალება.

მსგავსი წესი მართლმადიდებელ ეკლესიებში მიღებული პრაქტიკაა. ამ შესაძლებლობით საზღვარგარეთ ქართველი სასულიერო პირებიც სარგებლობენ. ეს, ჩვეულებრივ, საეკლესიო ერთობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა, რომელსაც ყველა ადგილობრივი ეკლესია იცავს.

ასე რომ, სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

აქვე დავძენთ, რომ საეკლესიო სლავური ენა, რუსეთის მსგავსად, სხვა არაერთი მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ენაა.

მოვუწოდებთ ყველას, მსგავსი საკითხების გაშუქებისას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას და თავი შეიკავონ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო დაპირისპირების ხელშემწყობი ცნობების გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

სასწრაფოს ექიმებმა ფოთში ტრანსპორტირებისას კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს

შემდეგი პოსტი

კობახიძე ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'