TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სასწრაფოს ექიმებმა ფოთში ტრანსპორტირებისას კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს

სასწრაფოს ექიმებმა ფოთში ტრანსპორტირებისას კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს

სასწრაფოს ექიმებმა ფოთში ტრანსპორტირებისას კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს

„გზაში გაჩერებული გული და გადარჩენილი სიცოცხლე – პარამედიკოს მაკა ჩაგუნავას წარმატებული რეანიმაცია
ფოთის რაიონულ სამსახურში ქალაქის პოლიკლინიკიდან გამოძახება შევიდა. ექიმთან ვიზიტზე მყოფი 42 წლის მამაკაცი გულმკერდის არეში ტკივილს უჩიოდა. ელექტროკარდიოგრამაზე ექიმმა ქვედა კედლის ინფარქტის ნიშნები დააფიქსირა და დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
ადგილზე მისულ ბრიგადას ბრიგადას პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაში დახვდა. სამედიცინო გუნდმა მამაკაცს პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტური დახმარება გაუწია. ჰოსპიტალიზაციის მენეჯერთან შესაბამისი კლინიკა შეათანხმა და ბრიგადამ პაციენტის ტრანსპორტირება დაიწყო. თუმცა კლინიკამდე მისვლამდე ვითარება მოულოდნელად შეიცვალა. მამაკაცმა გონება დაკარგა. შეუწყდა სუნთქვა, არ იყო პულსი. მონიტორზე პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა.
პარამედიკოსმა მაკა ჩაგუნავამ დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. ჩატარდა დეფიბრილაცია და გფრ-ის ორი ციკლი. დაახლოებით მეშვიდე წუთზე პაციენტს პულსი აღუდგა და დამოუკიდებელი სუნთქვა დაიწყო, თუმცა ცნობიერება ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღდგენილი.
პაციენტის ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შეფასების შედეგად კარდიოგენური შოკი დადასტურდა. შესაბამისი მედიკამენტური დახმარების გაწევის შემდეგ, მამაკაცს ცნობიერება აღუდგა.
ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით და ადეკვატური ცნობიერებით,კლინიკაში შეიყვანა, სადაც კორონარული სტენტირება ჩაუტარდა, მკურნალობა კი შესაბამის განყოფილებაში გაგრძელდა.
მოგვიანებით მაკა ჩაგუნავას პაციენტის მეუღლე დაუკავშირდა და მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მაკა მადლობას უხდის ბრიგადის წევრებს დროული რეაგირებისა და საჭირო დახმარებისთვის.
მაკა ჩაგუნავა მე-7 წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პარამედიკოსია. მის პრაქტიკაში გულის გაჩერების შემდეგ პაციენტის წარმატებული რეანიმაციის მეორე შემთხვევა იყო.
ზოგჯერ სიცოცხლის გადასარჩენად რამდენიმე წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ასეთ დროს პროფესიონალიზმი, სწრაფი რეაგირება და გუნდური მუშაობა პაციენტისა და მისი ოჯახის იმედად იქცევა.
#გვეამაყება
პარამედიკოსი მაკა ჩაგუნავა
ექთანი თამარი ხუბულია
მძღოლი თენგიზ ჩავლეშვილი“ -წერს Facebook-გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ და ფოტოს აქვეყნებს

გაზიარება
წინა პოსტი

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს -ზელენსკი

შემდეგი პოსტი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'