არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს . განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. მისი განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტზე მუშაობს, პარალელურად კი განიხილავს ფინანსურ, საბიუჯეტო და სამხედრო საჭიროებებს უკრაინისთვის მომდევნო, 2027 წლის განმავლობაში
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ კი აღნიშნა, რომ ახლა არც უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტის და არც რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების დროა: “ძვირფასო ვოლოდიმირ, შეგიძლია ჩვენი იმედი გქონდეს არა მხოლოდ ომში მხარდაჭერის კუთხით, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი, როგორც ევროკავშირის წევრის, მომავლისთვის. ამ კვირაში ჩვენ კიდევ ორი კლასტერი გავხსენით. საშინელი ომის დროსაც კი, თქვენ აგრძელებთ შედეგების დადებას, მოლაპარაკებას, დამტკიცებასა და რეფორმების გატარებას”.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით კი უკრაინისთვის ამჟამად ნომერი პირველი საკითხი ენერგეტიკული საჭიროებებია: “რუსეთისგან ვერ ვხედავთ სიგნალებს, რომ ისინი მზად არიან ამ ომის დასასრულებლად. სწორედ ამიტომ უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის. ეს არ არის მხოლოდ ენერგეტიკა, ეს არის ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და დაფინანსება”.

Discussion about this post