TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ყველა ცვლილება, რომელიც 2027 წლიდან იგეგმება – დეტალები

თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუწყდება 51%-ი პასუხისმგებლობას ‘ქართულ ოცნებას’ დააკისრებს – CRRC

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება. ცვლილებები შეეხება პენსიებს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებას, ჯანდაცვას, განათლებასა და სოციალურ პროგრამებს.

ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე განიხილება.

რა თანხები არის გათვალისწინებული და რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ?

პენსიები გაიზრდება

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ასაკობრივი პენსიის ოდენობა კანონით გათვალისწინებული ინდექსაციის წესის შესაბამისად შეიცვლება.

70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება.

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, პირველი იანვრიდან გახდება 415 ლარი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საჯარო სექტორში ხელფასები მოიმატებს

ცვლილებები დაგეგმილია საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების მიმართულებითაც.

პროექტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით გაიზრდება. აღნიშნული მაჩვენებელი კერძო სექტორში ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში საშუალო ხელფასის ზრდას უკავშირდება. შედეგად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების გადაანგარიშება იგეგმება.

ჯანდაცვის დაფინანსება გაიზრდება

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის პროგრამებისთვის 2 მილიარდ 345.2 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმაზე 125.3 მილიონი ლარით მეტია.

ასევე, 40 მილიონი ლარით იზრდება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირების მკურნალობის პროგრამის დაფინანსება და 110 მილიონ ლარს მიაღწევს.

პროექტი ითვალისწინებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების ზრდასაც.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები

ინდექსაციის შესაბამისად, გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლებიც. ამ მიზნით ბიუჯეტის პროექტში დამატებით 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

26 მილიონ ლარზე მეტით იზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსებაც.

დევნილებისა და მიგრანტების მხარდაჭერა

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობისთვის 278.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ეს თანხა აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებსა და ღონისძიებებს მოხმარდება.

განათლების დაფინანსება მოიმატებს

პროექტის მიხედვით, განათლების მიმართულებით ხარჯები 400 მილიონი ლარით იზრდება. ასევე, გათვალისწინებულია მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურების ზრდა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა.

მეტი თანხა გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობასა და სპორტს

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება 90 მილიონი ლარით, ხოლო სპორტული ფედერაციების დაფინანსება 50 მილიონი ლარით იზრდება.

დაფინანსება გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული და სხვა სახელმწიფო პროგრამებისთვისაც.

როდის ამოქმედდება ცვლილებები?

ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ეფუძნება. დოკუმენტი პარლამენტში განხილვის პროცესშია და საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

გაზიარება
წინა პოსტი

დუშეთში კაცი დაჭრეს

შემდეგი პოსტი

ევროკომისია გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს წარადგენს 

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'