TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ევროკომისია გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს წარადგენს 

საელჩოები განცხადებას ავრცელებენ

ევროკომისია გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს წარადგენს

ინფორმაციას ევროსკოპი ავრცელებს. გამოცემა ევროკომისიის წარმომადგენლის კომენტარს ავრცელებს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობს:

“ევროკავშირის გაფართოება სამართლიანი, თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებსა და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. თითოეული ქვეყანა ფასდება საკუთარი შედეგების მიხედვით, დაწყებული ფუნდამენტური საკითხებით: კანონის უზენაესობა, ძირითადი უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები და საჯარო მმართველობის რეფორმა.

უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების განხორციელების მტკიცე ნება აჩვენეს და ამ მიმართულებით კონკრეტულ შედეგებს აღწევენ. შესაბამისად, ორივე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარ პროცესში წინ მიიწევს. ორივემ გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებების ოთხი კლასტერი (ფუნდამენტური საკითხები, საგარეო ურთიერთობები, შიდა ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა).

ამის საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გამო, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა.

საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს იმ რეფორმების პირობებსაც კი, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო განსაზღვრული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად [ე.წ. ცხრა ნაბიჯი]. ამაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება და ეს პასუხისმგებლობა მის არჩევანს უკავშირდება, დაშორდეს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება.

ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი. ევროკომისია საკუთარ სრულ შეფასებას გაფართოების შესახებ მომდევნო პაკეტში წარადგენს, რომლის გამოქვეყნებაც 4 ნოემბერს არის დაგეგმილი” -აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი.

გაზიარება
წინა პოსტი

ყველა ცვლილება, რომელიც 2027 წლიდან იგეგმება – დეტალები

შემდეგი პოსტი

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'