“ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა… სამართლიანობა აღსრულდება. სასწაულია, რომ დაშავებულთა და დაზარალებულთა რიცხვი უფრო დიდი არ არის” – განაცხადა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ.
საფრანგეთის პრემიერმინისტრი ამჟამად პარიზში, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს ხვდება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობაში იმიგრაცია დაადანაშაულა და ამასთან ერთად გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის ქალაქ ლიმოჟის მერია.
„მათ ყურადღება არ მიაქციეს ასიმილირებისა და თავსებადობის ფუნდამენტურ საკითხებს. მათ ეუბნებოდნენ, რომ ეს ასეთ შედეგამდე მიიყვანდათ, თუმცა არ მოუსმინეს“ – დაწერა ვენსმა X-ზე და დასძინა: „ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, საოცარი ხალხის მშვენიერმა ქვეყანამ, შეაჩეროს ეს სიგიჟე, სანამ მისი კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა გადამწვარა“.

Discussion about this post