იტალიის პოლიციამ 20-მდე სარდაფის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 21 წლის მოქალაქე დააკავა
იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე პარასკევს ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მას წინა დღეებში ჩადენილი კიდევ 11 ქურდობის ფაქტი დაუმტკიცდა. გარდა ამისა, 21 წლის კაცმა ასევე საქართველოს 19 წლის მოქალაქესთან ერთად დამატებით 7 ავტოფარეხი და სარდაფი გაქურდა.

Discussion about this post