“საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დატოვა საფრანგეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნებში სამდღიანი ტურნე დაიწყო.
ის მართავს ქვეყანას, სადაც პრემიერმინისტრი მსხვერპლის არარსებობას „სასწაულს“ უწოდებს, სადაც 17 წლის მოზარდმა თვალი დაკარგა, ხოლო სტუდენტმა – ხელის მტევანი, და სადაც მისივე შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ „კონტროლი დაკარგა“.
ფრანგულმა საზოგადოებამ ახლახან თვალყური ადევნა საკუთარი თანამოქალაქეების, 2 400 ადამიანის დაკავებას, ნახა, როგორ დაამსხვრიეს მარიანას ქანდაკების პედესტალი, პრეზიდენტის პასუხი კი თვითმფრინავში ჩაჯდომა იყო.
რა შედეგსაც არ უნდა მიაღწიოს მაკრონმა სპარსეთის ყურეში ამ კვირაში, ის დაბრუნდება ქვეყანაში, რომელმაც დაინახა, როგორ მიატოვა მან საფრანგეთი მაშინ, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა.” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
საფრანგეთში საპროტესტო აქციების ფონზე, მაკრონი ქუვეითში იმყოფება – ის სპარსეთის ყურის ქვეყნებში 3-დღიან ტურნეს გამართავს.

Discussion about this post