უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ აფერხებს იმ შეიარაღების მიწოდებას, რომლის საფასურიც პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე გადაიხადეს. როგორც ზელენსკი ამბობს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანიც უკრაინის მხარდაჭერის შენელებაა.
ზელენსკის სიტყვებით, რთულად ასახსნელია აშშ-ის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები.
„ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უარს, დაასრულოს ეს ომი და ამერიკული მხარის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა ახსნაც რთულია“ -ამბობს ზელენსკი.

Discussion about this post