40 ათასი ტონა რუსული დიზელის საწვავით დატვირთული, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ნიუ-იორკისკენ მიემართება. იტყობინება სააგენტო Reuters LSEG-ის ფინანსური მონაცემების პლატფორმის მონაცემებზე დაყრდნობით და წერს, რომ სავარაუდოა, რომ გემი აშშ-ში 7 ნოემბერს ჩავიდეს
9 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსულ დიზელზე სანქციები დროებით – 2027 წლის 7 აპრილამდე მოხსნა. გადაწყვეტილება კი საწვავის ფასის შემცირების მოტივით ახსნა. აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ დიზელის ფასების ზრდა უკრაინის მიერ, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ბრალია

Discussion about this post