რუსთავში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა . ინფორმაციას Rustavi Today ავრცელებს და წერს, რომ ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
„ძალიან ცუდი განათებაა კონკრეტულად მაგ ადგილას. ერთხელ მეც ლამის ქალს დავარტყი. იმის მერე თვალებდაჭყეტილი და შენელებული სიჩქარით გავდივარ სულ მაგ ადგილს“ – წერს მოქალაქე.
„საშინელი გადასასვლელია, ბავშვები დადიან სკოლაში მაგ გზით და სულ შიშში ვარ. შუქნიშანი აუცილებელია მანდ“ – აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება გართულდა. მათი თქმით, ქვეითთა გადასასვლელების მონიშვნები არასაკმარისად ჩანს, განათება კი უსაფრთხო გადაადგილებისთვის საკმარისი არ არის.

Discussion about this post