უკრაინელებმა რუსეთში, ტულის ოლქში, ქიმიურ ქარხანა დაბომბეს .ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი ცნობით, საწარმოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ქიმიური ქარხანა „აზოტი“ ჯგუფ „ევროხიმის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთის ფედერაციაში აზოტიანი სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. საწარმო უშვებს ამიაკს, ამონიუმის გვარჯილას, კარბამიდსა და მეთანოლს.
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, საწარმო აზოტმჟავას აწვდიდა ძერჟინსკში მდებარე სვერდლოვის სახელობის ქარხანას, რომელიც ფეთქებად ნივთიერებებს აწარმოებს.

Discussion about this post