ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა.კობახიძემ ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
როგორც კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს. კობახიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ საქართველო მზად არის აშშ -თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

Discussion about this post