რუსული თავდასხმის შედეგად, დნიპროში 25 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა . ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ განჟას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დნიპროს რაიონზე რუსული თავდასხმის გამო, დნიპროსა და რაიონში 25 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა… ენერგეტიკოსები აღდგენით სამუშაოებს დაიწყებენ, როგორც კი უსაფრთხოების სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს“ – განაცხადა ოლექსანდრ განჟამ.

Discussion about this post