ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა და 4 მანქანა დაზიანდა . ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ინფო იმერეთი ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა როგორც მოძრავი, ასევე გაჩერებული მანქანები. ამ დროისთვის მოომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

Discussion about this post