TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ჩვენ არ ვითხოვთ არც საბიუჯეტო სუბსიდიებს და არც სხვა სახის ფინანსურ შეღავათებს-კახა კალაძე

“ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი: ერთი მხარე დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს, მეორე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გააჩერებს მუნიციპალიტეტის მუშაობას”- კალაძე

“მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ მედიის განვითარებამ თავისი კორექტივები შეიტანა ბეჭდური მედიის ყოველდღიურობაში, არ დაიკარგა მთავარი – პროფესიონალიზმი და მკითხველის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “ფეიკნიუსებით” გაჯერებული სოციალური ქსელების ეპოქაში. ბეჭდური მედიის როლი კარგად ესმით ცივილიზებულ ქვეყნებში და მას სხვადასხვა მეთოდით, ყველანაირად ხელს უწყობენ.

ჩვენ არ ვითხოვთ არც საბიუჯეტო სუბსიდიებს და არც სხვა სახის ფინანსურ შეღავათებს. ჩვენ ვითხოვთ, ერთი მხრივ, ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით სამართლიანობის პრინციპის დაცვას, მეორე მხრივ კი, ჩვენი მკითხველისთვის პრესის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
კერძოდ, თბილისში თითზე ჩამოსათვლელი ადგილები დარჩა, სადაც მოქალაქეს პრესის შეძენა შეუძლია. დედაქალაქის ბევრ უბანში მკითხველს ლამის კილომეტრების გავლა მოუწევს, რომ ჟურნალ-გაზეთების გავრცელების წერტილს მიაგნოს.

ჯერ კიდევ 15 წლის წინ არსებობდა დაპირება, რომ თბილისში გაზეთებისა და ჟურნალების გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი, ხშირად ხელოვნური ბარიერები მოიხსნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, საკითხი “მკვდარი წერტილიდან” არ/ვერ დაიძრა. მეტიც, პრესის გავრცელების დარჩენილ წერტილებს მერია სხვადასხვა მიზეზით აჯარიმებს და რამდენიმე უბანში სტენდების აღებას აპირებს.

მოვუწოდებთ თბილისის მერს კახა კალაძეს – დაიწყოს/განახლდეს მოლაპარაკებები ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან და პრესის გამავრცელებლებთან, რათა თბილისში გამოიყოს პრესის გავრცელების წერტილების საკმარისი რაოდენობა, რომელიც ჟურნალ-გაზეთებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის.

სასწორზეა უზარმაზარი ისტორიის მქონე მედიის გადარჩენა და ათეულათასობით მკითხველის ინტერესი. დარწმუნებული ვართ, რომ ეს კახა კალაძეს კარგად ესმის. ჩვენ მზად ვართ გახსნილი, გამჭვირვალე და კონსტრუქციული დიალოგისთვის.“ – ბეჭდური მედიის წარმომადგენლების მიმართა კალაძეს

გაზიარება
წინა პოსტი

არაერთხელ გვითქვამს – ასეთი „მშვიდობიანი პროტესტი“ მათი ქვეყნების ქუჩებშიც გვენახოსო-ნინო წილოსანი

შემდეგი პოსტი

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა და 4 მანქანა დაზიანდა

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'