რუსებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი ზონა დაბომბეს – არის მსხვერპლი . უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ნიკოლაევის თემში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ჭურვის მოხვედრის შედეგად კერძო სახლი დაიწვა. სამაშველო-საძიებო სამუშაოების დროს მაშველებმა ნანგრევებიდან დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 5 კერძო სახლი და 2 სამეურნეო ნაგებობა. მაშველებმა და ადგილობრივი სახანძრო ჯგუფების თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს

Discussion about this post