დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაამყარეს . ინფორმაციას NBC News ავრცელებს და წერს, რომ დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი თითქმის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობით მოიპოვეს. წარმომადგენელთა პალატის პროგნოზი ეფუძნება ანალიზს, რომლის მიხედვითაც დემოკრატები დაახლოებით 255 ადგილს მოიპოვებენ – ეს არის შეფასება, რომელიც შესაძლოა კიდევ შეიცვალოს რამდენიმე მანდატით, თუმცა საგრძნობლად გადააჭარბებს უმრავლესობის უზრუნველსაყოფად საჭირო 218 ადგილს.
აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგად, სენატში უმრავლესობა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით დემოკრატიულმა პარტიამ სენატში სულ მცირე 52-მდე ადგილის მოპოვება შეძლო. დემოკრატებს უმრავლესობის (მინიმუმ 51 ადგილის) მოსაპოვებლად სულ მცირე 4 მანდატის გადაწევა სჭირდებოდათ, რაც მათ წარმატებით განახორციელეს ისეთ შტატებში გამარჯვებით, როგორიცაა კანზასი, ჩრდილოეთ კაროლინა და ტექსასი.

Discussion about this post