“მეტროსადგური “სარაჯიშვილი” დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას. მეტროსადგური “სარაჯიშვილი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს. ადგილზე დაზიანების აღდგენის მიზნით მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – წერს თბილისის სატრანსპორტო კომპანია გავრცელებულ განცხადებაში.

Discussion about this post