“ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები.
პროკურატურისგან ველოდებით არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რასაც უნდა მოყვეს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალს ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ.
დიდი მადლობა საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის!” | წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
🔻 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ნატა ვიბლიანის საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით იძიებს.
გამოძიება დაახლოებით რამდენიმე თვის წინ, ვიბლიანის სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების შემდეგ დაიწყო. დაზარალებულის თქმით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მასზე თანასოფლელი სრულწლოვანი კაცი სისტემატურად ძალადობდა. გარდა ამისა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

Discussion about this post