ახმეტელ ექიმს, მაია კოხტაშვილს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება 5 წლით აეკრძალა . ინფორმაციას ამის შესახებ “საქართველოს ამბები” ავრცელებს. ამის საფუძველი საპროცესო შეთანხმება გახდა.
ექიმი მაია კოხტაშვილი 11 სექტემბერს, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით დააკავეს. მას თელავის რაიონულმა სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, რომელიც მალევე მოქალაქეებმა შეუგროვეს. გირაოს გადახდის შემდეგ კოხტაშვილი გაათავისუფლეს.

Discussion about this post