ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 88 კი დაშავდა .შემთხვევა ეგვიპტის დედაქალაქის სამხრეთით მოხდა. ცნობილია, რომ თავდაპირველად მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ხელისუფლების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეგვიპტემ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ახალი მაგისტრალებისა და სწრაფი რკინიგზის ხაზების განახლებაზე მილიარდობით დოლარი დახარჯა, თუმცა ძველი სარკინიგზო ქსელის დიდ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჯერ კიდევ სჭირდება

Discussion about this post