კრაკოვის ცენტრში სროლამდე თავდამსხმელმა საკუთარი მშობლები და 21 წლის და მოკლა – მის სახლში მათი ცხედრებია ნაპოვნი
დამნაშავის ვინაობა ამ დროსთვის არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ ის პოლონეთის მოქალაქეა და 24 წლისაა
როგორც ადგილობრივი მედია წერს, 14 დაშავებული, მათ შორის 2 პოლიციელი, საავადმყოფოში რჩება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. თავად თავდამსხმელი ორმხრივი სროლის შედეგად დაშავდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. BBC-ის ცნობით, გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. თავდამსხმელს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა
მომხდარის გამო კრაკოვში 11 ნოემბრამდე გლოვა გამოცხადდა. 2-დღიანი გლოვაა გამოცხადებული მთელი ქვეყნის მასშტაბითაც. ქალაქის მერის ინიციატივით, დაჭრილ პოლიციელებს, შესაძლოა, კრაკოვის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭოთ. შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ქუჩები ამ დრომდე გადაკეტილია

Discussion about this post