უკრაინის განახლებულმა თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე 30%-ით შეამცირა . ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ოქტომბრის ბოლოდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების განახლებულმა თავდასხმებმა ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები დაახლოებით 30%-ით შეამცირა
“ეს ვითარება მოსკოვს შიდა საწვავის დეფიციტის მოგვარებას ურთულებს იმ ფონზე, როდესაც დიზელის ექსპორტი გრძელდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე” – ნათქვამია სტატიაში. ასევე, წყაროებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინულმა თავდასხმებმა გასული კვირის განმავლობაში რუსეთის 35 მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 9-ში მუშაობა შეაფერხა და საგანგებო სიტუაციები გამოიწვია

Discussion about this post