რუსთავში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა .ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს და წერს, რომ სანაპიროს ქუჩაზე ერთმანეთს „ჰონდასა“ და „ფორდის“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. მათივე ცნობით, ოთხივე ქალი „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Discussion about this post