“მინდა, დავავალო გამგებლებს, დაიწყონ მუშაობა და მოიძიონ ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება სავაჭრო სივრცეების მოწყობა, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქშია. არა ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ მაგალითად, კვირაში სამი დღის განმავლობაში – პარასკევი, შაბათი, კვირა. მოვაწყოთ შესაბამისი დახლები, გავაკეთოთ ლამაზი სივრცეები, სადაც დასუფთავების პასუხისმგებლობას ჩვენი სამსახური აიღებს, რათა აღნიშნული სივრცე იყოს ცივილური, მოწესრიგებული და იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ამის შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მივცეთ“ – განაცხადა მერმა და დასძინა, რომ მსგავსი პრაქტიკა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა.

Discussion about this post