“მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს ვავალებ, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწერონ მსგავს საქმიანობაში [გარევაჭრობაში] ჩართული მოქალაქეები. გავიგოთ, რა რაოდენობაა ამ ადამიანების, რათა სრული სურათი და მონაცემები გვქონდეს, რა მდგომარეობაა და რამდენი პირი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
გამგებლებს კი ვავალებ, მოიძიონ ისეთი ადგილები, სადაც სავაჭრო სივრცეების მოწყობა იქნება შესაძლებელი. როგორც ბევრ ევროპულ ქალაქშია – არა ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ, მაგალითად, კვირაში 3 დღე – პარასკევს, შაბათსა და კვირას მოვაწყოთ შესაბამისი ლამაზი დახლები, გავაკეთოთ ლამაზი სივრცეები, სადაც დასუფთავების პასუხისმგებლობას ჩვენი შესაბამისი სამსახური აიღებს, რომ აღნიშნული სივრცე იყოს ცივილური, მოწესრიგებული და იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, თავისი საქმიანობა გააგრძელოს, ამის შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მივცეთ”. – თქვა კახა კალაძემ

Discussion about this post