“ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში. ამ ფორმატს ასევე ვიყენებთ ხოლმე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც. მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები. საქართველოს აქვს საკვანძო როლი დაკავშირებადობის კუთხით, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა გზები აღმოსავლეთის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირებულია ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“ -თქვა ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

Discussion about this post