1 დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს .ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ ესტონეთის სამხედრო კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის მომზადება გახდა, რომელიც ესტონელმა სამართალდამცველებმა აღკვეთეს:
“რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა, GRU-მ, ესტონეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიის წინააღმდეგ დივერსიული თავდასხმის ბრძანება გასცა. 1 დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს.
რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ესტონეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენი უსაფრთხოების დესტაბილიზაციის ან დაშინების მცდელობები უპასუხოდ არ დარჩება.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტების დახურვა შეამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, განახორციელოს მტრული საქმიანობა ესტონეთში და გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. ამ გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე ჩემს ფინელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებს”- წერს ცაჰკნა

Discussion about this post