ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა . ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, მათი სამიზნე ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე განთავსებული ამერიკული საჰაერო თავდაცვის რადარის ობიექტი იყო
მათივე ცნობით, ბაჰრეინის სხვადასხვა ნაწილში საჰაერო განგაშის სიგნალი ამოქმედდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ. შემდეგ ბაჰრეინის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანული დრონები მიზნის მიღწევამდე აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის თავდასხმები დაგმო და თეირანს მათ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრა

Discussion about this post