ჩოხატაურის მერია საშობაო ნაძვის ხისა და დეკორაციების შესაძენად 117 000 ლარს დახარჯავს .ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს. საშობაო ნაძვის ხისა და სადღესასწაულო დეკორაციების შესყიდვის მიზნით, უწყებამ აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 117 000 ლარს შეადგენს. გამარჯვებულმა კომპანიამ საქონლის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.
ცნობისთვის, გასულ წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიხედვით, საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში 100 000 ლარი იყო გათვალისწინებული. ამავე პერიოდში მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ხელშეკრულებით, მომღერალ ოთო ნემსაძის მომსახურებაში 16 000 ლარი გამოყო

Discussion about this post