უკრაინელებმა როსტოვის ოლქში ნავთობბაზა დაბომბეს .ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება. მათი ცნობით, საწვავის რეზერვუარების აალების გამო ხანძარმა ათასობით კვადრატული მეტრი სწრაფად მოიცვა.
აზოვის ნავთობტერმინალი მდებარეობს მდინარე დონის შესართავთან, აზოვის ზღვის სანაპირო ზოლში. ტერმინალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძია, რადგან იგი გამოიყენება ნავთობპროდუქტების შენახვისა და საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტით გადაზიდვისთვის, მათ შორის სამხედრო და სამრეწველო მომარაგების მიზნით. ობიექტის ტერიტორიაზე განთავსებულია დიდი მოცულობის რეზერვუარები (თითოეული რამდენიმე ათასი კუბური მეტრი ტევადობით).

Discussion about this post