გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილ ჯგუფური ძალადობის საქმეზე ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო – დემეტრე კასრაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 3,9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება ირაკლი სულაბერიძეს, ის არასრულწლოვანია, რის გამოც, მისი სასჯელის დანიშვნის სხდომა ცალკე, 24 ნოემბერს ჩაინიშნა
დემეტრე კასრაძესა და ირაკლი სულაბერიძეს დიდ დიღომში მომხდარი ძალადობრივი ქმედებების ფაქტზე აქვთ ბრალდება წარდგენილი. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან

Discussion about this post