ფონიჭალაში მაშველები ნანგრევებში დარჩენილ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ
ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო დღეს დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 12 საათია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, საიდანაც სამი ქალია, ერთი კაცი, ერთი კი ბავშვი. ცოტა ხნით ადრე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს

Discussion about this post