TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 22 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 22 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა რუსეთის პატრიარქ კირილესთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი განიხილეს

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა რუსეთის პატრიარქ კირილესთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი განიხილეს

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა რუსეთის პატრიარქ კირილესთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი განიხილეს .ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს:

მათი ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქ კირილეს მართლმადიდებლობის დაცვისათვის და აღუთქვა, რომ საქართველოს ეკლესია არასოდეს აღიარებს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასა და მის მეთაურს:

“იცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და არ დავემორჩილებით არანაირ ზეწოლას“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

მსოფლიო საეკლესიო საიხლენის ინფორმაციით, მან ასევე პატრიარქ კირილს მართლმადიდებლობის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ლოცვის აღთქმა გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ჯვარი და ორი პანაღია გადასცა, მღვდელმთავრებს – პანაღიები, ხოლო პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს – სამახსოვრო ჯვარი. თავის მხრივ, ქართულმა დელეგაციამ რუსეთის ეკლესიის მეთაურს პანაღია და სადღესასწაულო ხატების გამოსახულებიანი ხატი მიართვა

შეხვედრა 2026 წლის 21 ნოემბერს, მოსკოვში, დანილოვის მონასტერში მდებარე საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა. საქართველოს ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

შეხვედრის დასაწყისში მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სახელით 80 წლის იუბილე მიულოცა.

როგორც მსოფლიო საეკლესიო სიახლენი წერს, რუსეთის ეკლესიის მეთაურმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს მართლმადიდებელ სამყაროში უთანხმოებას იწვევს. პატრიარქ კირილის განცხადებით, იგი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ეკლესიის პოზიციას ამ საკითხებზე.

„მართლმადიდებელთა დაყოფა ძალიან მარტივია, ხოლო მათი გაერთიანება – ძალიან რთული. სამწუხაროდ, დღეს მთელი მართლმადიდებლობის სხეულზე გაჩნდა ისეთი ჭრილობები, რომელთა მკურნალობაც აუცილებელია. ამის გარეშე მართლმადიდებლობისთვის შედეგები შესაძლოა ყველაზე არასასურველი იყოს“, – განაცხადა პატრიარქმა კირილემ.

ამავე შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთსა და საქართველოს ეკლესიებს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარებაზე.

გაზიარება
წინა პოსტი

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

შემდეგი პოსტი

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'