თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად, თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს.
“გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები საქართველოში თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს” | წერს გამოცემა gazeteoksijen.
ამავე მედიის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირების დროს დაშავებული თურქეთის 2 მოქალაქე, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, გაწერეს და ისინი ბათუმში, გენერალური საკონსულოს თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. შსს-ს ინფორმაციით, ღამით მომხდარი დაპირისპირების დროს, თურქეთის 16 მოქალაქე დააკავეს.

Discussion about this post