შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩის შეხვდა . ინფორმაციას პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შევხვდი.
შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და მათ მოგვარებაზე მუშაობის მზაობა დავადასტურეთ. ამ კუთხით, ყურადღება გავამახვილეთ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის აღდგენის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გავუსვი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო საპარლამენტო კავშირების შემდგომი გააქტიურების საკითხს. დადებითად გავიხსენე წელს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში, თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა დავადასტურე.
შეხვედრაზე, ასევე შევეხეთ ლონდონში დაგეგმილი ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტის საორგანიზაციო საკითხებს” -წერს პაპუაშვილი.

Discussion about this post